Monday, December 21, 2015

შეხვედრა განსაკუთრებულ სტუმართან..

     
            



                               მოდი მოკლედ გადავხედოთ ჩემს წლევანდელ 365 დღეს!! 


პირველ რიგში 2015 წლის მადლობელი ვარ... რადგან იყო ბედნიერება... იყო სიხარული... იყო სიყვარული... მართალია ამასთან ერთად იყო ცრემლებიც... მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგი წელი გამოვიდა...  და ბევრი კარგი თბილი მოგონებებიც დამიტოვა...


სწორედ ამ წელს ჩავაბარე გამოცდები და მეორე კურსიდან ოფიციალურად გადავედი მესამე კურსზე...

სწორედ ამ წელმა მაჩუქა სწავლის გადასახადი 3 000 ლარი...


ამ წელში ზაფხულში თბილისიდან ჩავედი ჩემს მშობლიურ გურიაში. ჩავეხუტე დიდი სიყვარულით ჩემს ოჯახს... მამას.. დედას... დას... ძმას...


და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ცხოვრება ღირს იმიტომ,რომ ის მშვენიერია.. მათთან ერთად ვინც გიყვარს.."


         უბრალოდ ადამიანები ცხოვრების სიმშვენიერეს ვერ ვამჩნევთ ხოლმე!! 

     ამ წელში გავიცანი ბევრი ახალი მეგობარი.. 


ბევრი ცნობილი სახე.. როგორებიც სინამდვილეში არიან..

ეკა ხოფერია.. 


გია ჯაჯანიძე..


მაია ასათიანი..


რა თქმა უნდა 2015 წელი თითოეულ ჩვენგანს მკაცრად მოექცა, ვგულისხმობ "საქართველოს 13 ივნისის სტიქიის მოვლენებს"


რაც ძალიან სამწუხაროა და გახსენებაც არ მინდა რა გადაიტანეს ამ ადამიანებმა... 


ასე რომ 2015 წელმა ბევრი კარგი და ცუდი ამბავიც დაგვიტოვა...

ამასობაში ისე გადის დრო ვერც კი ვამჩნევ როგორ მიდის ძველი წელი და როგორ თანდათნ მოაბიჯებს ახალი  2016 წელი მაიმუნთან ერთად... 





ახალ წელს ადამიანები დიდი იმედებით ველოდებით.. ეს ის დროა როცა მთელი მსოფლიო ზეიმობს მის შემობრძანებას...


 ადამიანები წინა საახალწლო მზადებას იწყებენ დეკემბრიდან... ცდილობენ კარგად დახვდნენ მას... გაალამაზონ სუფრა..  


საქართველოში ახალი წელი ტრადიციულად ასოცირდება მეკვლესთნ, გოზინაყთან.. 
ჩურჩხელასთან...


გოჭთნ და ა.შ.


ძალიან მიყვარს წინა საახალწლო სამზადისი... ვცდილობ განსაკუთრებულ სტუმარს, რომელიც წელიწადში ერთხელ მოდის განსაკუთრებულად დავხვდე... ნაძვის ხის მორთვა, ულამაზესი ფერებითა და ულამაზესი სიბრწყინვალით... 


ჩვენი სტუმარიც ერთი წლის განმავლობაში ცდილობს საუკეთესო იყოს... სხვა წინა სტუმრებისგან განსხვავებით... და მოგვიტანოს სითბო.. სიყვარული.. წარმატებები... ახალი წლის წინა დღეებში ჩავდივარ ჩემს სამყაროში.. ჩემს თბილ და  უსაყვარლეს გურულებთან...  ჩემს ოჯახის წევრებთან... მე ჩემი და და ძმა ერთად ვრთავთ ნაძვის ხეს და სასიამოვნოდ ვატარებთ დროს... ოჯახის წევრები  ტრადიციულად საჩუქრებს ვსთავაზობთ ახალ წელს ერთმანეთს...


მე განსაკუთრებული იმედებით ვემზადები.. მინდა საუკეთესო სტუმარს საუკეთესოდ შევხვდე ლამაზი კაბით...


 ახალი წლის შემობრძანება ჩემთვის სიყვარულთნ, ბედნიერებასთნ ასოცირდება... 


 2016 წლის შემობრძანებას ველოდები სიახლის მოლოდინით და იმ იმედით რომ ის წინა წელთნ შედარებით უკეთესი იქნება..


    ვინც ამ ბლოგს კითხულობთ, მეგობარო, ბავშვო, ნაცნობო თუ უცნობო, მოკლედ ყველას გილოცავთ დამდეგ "შობა-ახალ წელს!!"გისურვებთ რომ ახალი 2016 წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიყვარულის, სიხარულის, წარმატებების და ფერადი ოცნებების ასრულების წელი... მე როგორც გურული  განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩემს საყვარელ გურულებს დამდეგ კალანდას!! მიყვარხართ მე თქვენ!!  საუკეთესო სურვილებით, ახალი პოსტებით, მომავალ წლამდე... 

ყველა  31 დეკემბერს ზუსტად 12 საათზე ვიკრიბებით ახალ წელთნ შესახვედრად.. 


ერთი.. ორი.. სამი...

 "ერთად შევხვდეთ განსაკუთრებულ სტუმარს..."









Sunday, November 29, 2015

საფრანგეთიში განვითარებული ტერაქტები!!!

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთში განვითარებულმა ტერაქტებმა მთელი მსოფლიო შეძრა... ამ ყველაფრის შედეგად დაახლოებით 153-მდე ადამიანი დაიღუპა და 200-მდე ადამიანი დაშავდა...





13 ნოემბრიდან facebook-მა დაამატა ახალი აპლიკაცია რომლის მიხედვით თითოეულ ჩვენგანს შეგვეძლო სოლიდარობა გამოგვეხატა, ეს კერძოდ გამოიხატებოდა ჩვენი პროფილის სურათი საფრანგეთის ფერების დროშის იქნებოდა, ამ ყველაფერს ხალხმა, როგორც ყოველთვის მხარი აუბა ოღონდ ზოგმა ადამიანმა ეს მოდაში შემოიღო, ბევრმა გულთან ახლოს მიიტანა... მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ რომელმაც პრიფილის სურათი საფრანგეთის ფერებში დააყენა.. მაგრამ ზოგადად როცა სოციალურ ქსელში შევდივარ ვფიქრობ,რომ ყველამ მოდაში შემოიღეს ვითომ და გამოხატავენ „საფრანეთისადმი სოლიდარობას!!!“  პირადად ჩემთვის საშინელებაა იყო ეს ტერაქტები და შემძრა ამ ფაქტმა და სწორედ ამიტომაც როგორც რიგითმა მოქალაქემ მცირე წვლილით, სოლიდარობა გამოვხატე პროფილის სურათის შეცვლით.


იმედია მსგავს ტერაქტებს მომავალში არც ჩვენთნ და არც სხვა ქვეყნებში გავიგებთ!!! და ბოლოს.. ამ ადამიანების სიცოცხლე ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და არ შეიძლება ამ ადამიანების სატკივარი გულთნ ახლოს არ მივიტანოთ, იქ ჩვენი ქართველი მოქალაქეებიც არიან,  უბრალოდ ჩემი რჩევაა თუ მართლა გული შეგტკივათ გეყენოთ პროფილის სურათი თუ არადა მოდაში ნუ შემოიღებთ!!!

ნოემბრის წვიმა!!




ნოემბრის წვიმა... პირველი რაც გვახსენდება ეს არის ნოემბრის, ოქროსფერი შემოდგომა... სხვადასხვა ფერებით და ბოლოს ეს ფერები ოქროსფერი ხდება... გაუჩერებელი ფოთოლცვენა ზემოდან ქვემოთ... ულამაზესია...  ყვითელი ფოთლების ცეკვა... და მეც ვცეკვავ მათთან ერთად... ვოცნებობ, ვმღერივარ და ბედნიერებას მანიჭებს ყვითელი შემოდგომა... 


ძალიან მიყვარს ნოემბერი,რომელიც ყოველი წელიწადის მე-11 თვეს გვიმხელს იდუმალი შემოდგომის ულამაზესს საიდუმლოს...


შემოდგომა...
 მწვანე ბუნება ცოტა ხნით ემზადება შეიცვალოს ყვითელი ფერებით...


 და ჩაიცვას ყვითელი... ოქროსფერი კაბა... ულამაზესი ფერებთა გამა... სასიამოვნო ფოთოლთა შრიალი და ფოთოლცვენა... 


მივაბიჯებ ამ სამყაროში, რომელიც სიმშვიდეს მანიჭებს, ყვითელი ფოთლები თითქოს თავს მიხრიან, მესაუბრებიან და თავიანთ საიდუმლოს მიმხელენ ტკბილ თუ მწარე მოგონებებს..


ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული გარემო, გაძარცვული ხეები და ყვითელი ფოთლების წვიმა...
ნოემბერი ლამაზია, მაგრამ ამავე დროს ნებით თუ უნებლიედ მკაცრიც...
ასე ვთქვათ ადამიანების მიერ გამკაცრებული...
დადგა შემოდგომა და მოვიდა დრო ნოემბრის წვიმის!! ერთი შეხედვით მშვიდი ნოემბერი უცებ ბობოქარი მკაცრი გახდა!!!...


არ შემიძლია არ გავიხსენო (ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება) „ნაციონალური მოძრაობის მიერ“ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა.





ამ დღემ მწარედ დაგვამახსოვრა თავი... ნიღბიანი პირები ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი აირებით- ჟურნალისტებს არბევდნენ, შეურაცყოფას აყენებდნენ. ადამიანებს სცემდნენ.. ტელევიზიაში ვარდებოდნენ და  ტექნიკას 
ანადგურებდნენ, ეს იყო დღე და დრო როცა ჟურნალისტებს ხმას არ აღბინებდნენ... 




მართალია მე მაშინ პატარა,12 წლის ვიყავი,მაგრამ კარგად მახსოვს ის საშინელი კადრები... მახსოვს გიორგი თარგამაძის განცხადება.



ჟურნალისტების შეშინებული სახეები და ა.შ


ეს იყო დღე, როდესაც ჩემს სახლში ტელევიზორს არ მოვშორებივარ... მეზიზღებოდა დარბევის ორგანიზატორები, ყველა ის ადამიანები რომლებიც „იმედის“ დარბევაში იღებდა მონაწილეობას.






ვიჯექი ეკრანთნ და ველოდებოდი სიახლეებს, ოღონდ კარგს და არა ცუდს, მაგრამ ეს კარგი ამბავიც ჯერჯერობით არ ჩანდა... დახურეს ტელეკომპანია „იმედი“ და შეუწყვიტეს მაუწყებლობა... რასაც ძალიან განვიცდიდი და ალბათ თქვენც... თითქმის ყოველდღე სკოლიდან მოსულს იმედი მქონდა ტელეკომპანია „იმედი“ ჩაირთვებოდა და გააგრძელებდა აქტიურ მაუწყებლობას. როცა ეს მოხდა მართლაც და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ისევ ვიჯექი ტელევიზორთან  და ვუყურებდი ჩემი საყვარელი არხის „იმედის“ სიცოცხლის გაგრძელებას...


ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა დარბევის ფაქტი, ერთი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის და მეორე როგორც მომავალი ჟურნალისტისთვის... ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და არ მინდა მსგავსი რამ განმეორდეს. არ მინდა ხელკეტებით სცემდნენ ადამიანებს, არ მინდა ტელეკომპანიებს არბევდნენ, არ მინდა ადამიანებს კლავდნენ, არ მინდა მუდმივად შიშში ყოფნა ,იმის მოლოდინში,რომ დღეს თუ არა ხვალ შეიძლება მოხდეს მსგავსი ფაქტი... ღმერთმა გვაშოროს. განსაკუთრებით ყოველი წლის 7 ნოემბერს მიმძაფრდება შიში და მახსენდება ყველაფერი. „იმედის“ დარბევიდან 8 წელი გავიდა და დეტალურად მახსოვს ის საშინელი კადრები, რაც მაშინ ტელევიზიაში ხდებოდა.
სასტიკი ადამიანების მიერ დაგეგმილი მიღებული შედეგი ასეთი იყო-„მიწასთან გასწორებული“ ადამიანები, ჟურნალისტები და ტელევიზია!!! 








გრძელდება ნოემბრის წვიმა..!!

რომელიც

ცრემლებთან, ტკივილთან ასოცირდება..

გრძელდება..

ოქროსფერი ფოთლებით დაფარული გზა...

 რომელიც უამრავ საიდუმლოს მალავს და

  მომავალ იმედებსაც გვპირდება.... 





Sunday, November 8, 2015

ჟურნალისტმა სიმართლე უნდა თქვას!!

ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რა თემა ამერჩია ჩემი მეორე ბლოგისათვის და ბოლოს გადავწყვიტე ზოგადად ადამიანებზე დამეწერა. კერძოდ თუ როგორი სიყვარული იციან,როგორი მეგობრობა, როგორი დამოკიდებულება აქვთ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან,რას ფიქრობენ, რა პრობლემები აქვთ, მოკლედ მათ დადებითსა და უარყოფითზე – ამ და სხვა ინფორმაციას ქვემოთ გაიგებთ...
ყველა ადამიანი განვსხვავდებით განათლებით, მსჯელობით, ხასიათით, სილამაზით, თვალის ფერით, თმით, აღნაგობით, ჩაცმის სტილით, სიძულვილით,სიყვარულით და სხვა მრავალი... პიროვნება ინდივიდუალურია არ-ერთი ერთმანეთს არ ჰგავს. საქართველოში დამკვიდრდა ასეთი ტენდენცია ე,წ "საკუთარი მეს" გადარჩენა და "სხვისი ლანძღვა." რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში?! იმას,რომ დღეს ყველა ფიქრობს ყველაფერი თავისთვის ჰქონდეს, საკუთარი თავი გადაარჩინოს,ადამიანებმა ადამიანები გააკრიტიკოს, დასცინოს, შეურაცჰყოფა მიაყენოს, ეჩხუბოს და ათასი რამ...
ხშირად ვაკვირდები ხალხს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი და ვხედავ რომ მათ შორის "გაუცხოებაა,"("გაუცხოება–სპეციფიკურ–ადამიანური თვისებაა. ეს ნიშნავს,რომ მხოლოდ ადამიანს ახასიათებს გაუცხოება, ეს არის ადამიანის ისეთი ყოფნა,როდესაც მისი არსებობა არ შესაბამება მის არსებას"–ვახტანგ ერქომაიშვილი 1932-2001 ) კიდევ ვხედავ,რომ ერთმანეთი აღიზიანებთ, სიყვარული არ იციან, ერთმანეთის პრობლემები არ ადარდებთ და ასე ამბობენ: "ეს მისი პრობლემაა და არა ჩემიო" თუნდაც ის ფაქტი (და ასეთი ფაქტები უამრავია) რომ მეტროში თუ სხვადასხვა ადგილას დამჯდარ გაჭირვებულ ადამიანებს, ისე ამაყად ჩაუვლის ხალხი თითქოს ის ადამიანი არ არსებობს,არც გვაინტერესებს მათი მდგომარეობა. იქნებ მათ ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდება დახმარება?! არ გიფიქრიათ ამაზე?! მე კი მიფიქრია და თან ძალიან ხშირად... მაწუხებს ყველას მდგომარეობა.
ასეთი ცივი, გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება, არავინ იცის ჩვენ ხვალ რა გველოდება, ამიტომ საჭიროა ერთმანეთისადმი მეტი სითბო,მეტი სიყვარული...
ხშირად ადამიანებმა ვიცით... რაც საქართველოში მეტნაკლებად პოპულარულია,ეს არის ეპისკოპოსების, მამაოების, სასულიერო პირების განკთხვა... ადამიანებისგან მესმის "აუ ამ მამაოს ათი-ათას დოლარიანი ჯიპი ჰყავს, ფული აქვს. ჩვენ რომ მოგვიწოდებს ხალხს დაეხმარეთო თვითონ რატომ არ ჩუქნიან ხალხს ჯიპს ან ფულს?" აი ასეთი რაღაცეები მესმის ხოლმე. ამ განკითხვით გულს იოხებენ, არადა არ ფიქრობენ იქნებ აჩუქეს, იქნებ თავისი შრომით იყიდა ან მთავრობამ მისცა... არა მანდამაინც გინდა თუ არა მამაოს ჰყავს და მათი თქმით დანაშაულია. სასულიერო პირები რა ადამიანები არ არიან?! ჩვენ თუ გვინდა  არ შეიძლება მათაც ჰქონდეს?! გაკვირვებული ვარ ასეთი ადამიანების ლაპარაკით, არ მესმის მათი და ვერც გავუგებ, ეს ხომ ცოდვაა როგორ შეიძლება სხვა განიკითხო! თქვენი ასეთი საუბარი პირადად ჩემთვის გამაღიზიანებელია. ეს კარგად დაიმახსოვრეთ ( თუ გინდათ გამლანძღეთ ამ სიმართლისთვის) სანამ სხვას განიკითხავთ ჯერ მოდით საკუთარ ცოდვებს მიხედეთ და დაფიქრდით თქვენ  100%-იანი უნაკლოები, უცოდველები ხართ?! p.s რაღაც არამგონია 100%-იანები იყოთ... რა ვიცი სხვას კი ლანძღავთ, ეს კარგად გამოგდით!! რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, ეს იმათ ვისაც სიამოვნებს სხვისი განკითხვა.
ქუჩაში რომ დავდივარ ხშირად შემინიშნავს ადამიანები შეწუხებულები, გაღიზიანებულები დადიან. "მამის მკლელივით იხედებიან" ალბათ რომ რამე უთხრა "მოგკლავენ." თქვენი პრობლემები სახლში უნდა დატოვოთ. ქუჩაში, სამსახურში და ადამიანებთნ ურთიერთობის დროს იყოთ ჩვეულებრივი სიყვარულით სავსე...
ვისი ან რისი ბრალია ქვეყანაში შექმნილი ასეთი მდგომარეობა?! ჩვენი ყველას ერთად... რატომ?! იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარი "მე" და "ოჯახი" გვადარდებს, სხვა არც გვაინტერესებს, რა უჭირთ, რა სურთ და არც გვინდა რომ გავიგოთ! ეს ჩვენი ყველას ბრალია, არ გვიყვარს ერთმანეთი, არ გამოვხატავთ სითბოს,ერთმანეთს არ ვეხმარებით. ყველა ვიღაცას ადანაშაულებს, ლანძღავს ზოგი მთავრობას, ზოგი წინა ხელისუფლებას; ყველაფერში დამნაშავე ბუნებრივია ხელისუფლება არ იქნება, იქნებ ჩვენც ვართ დამნაშავეები?! თქვენ რომ კაცმა გკითხოთ ყველაფერში მუდმივად მთავრობაა დამნაშავე და არა სხვა...
რატომ არ ვართ ბედნიერები როცა შეგვიძლია ვიყოთ?
ყოველდღე დილით, რომ ჯანმრთელები ვდგებით, გვაქვს ორი ხელი, ორი ფეხი - ბედნიერება არაა... ამისათვის ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ.
როცა ოჯახი, შვილები გყავს და უყვარხარ ადამიანებს - ეს ბედნიერება არაა?! ზოგი ადამიანი ჯანმრთელი არაა, არ ყავს ოჯახი, სულ მარტოა ასეთმა ადამიანებმა რაღა თქვას მაშინ?? ჩვენ კი რაც გვაქვს მადლობას უნდა ვსწირავდეთ უფალს და ბედნიერები უნდა ვიყოთ. ადამიანებს დღეს შეგვიძლია შეცდომები გამოვასწოროთ ხვალ შეიძლება გვიანი იყოს, არავინ იცის ხვალ რა მოხდება. შეცვალე რისი შეცვლაც დღეს შეგიძლია, დატკბი ცხოვრებით, იცხოვრე ცისარტყელას ფერებით, თქვი ბედნიერი ვარ და მიხვდები, რომ მართლაც "ცხოვრება მშვენიერია."
და ბოლოს... 
 ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა...
გიყვარდეთ ერთმანეთი, იმედი არ დაკარგოთ მომავლისა, რადგან ღმერთი მუდამ ჩვენთნაა და ყველაფერში დაგვეხმარება. ღვთის წყალობით ერთად  დავძლევთ სხვადასხვა გასაჭირს. მთვარია მეტი სიყვარული, მეტი პოზიტივი, მეტი სითბო და მეტი ერთმანეთისადმი გვერდში დგომა... ნოდარ დუმბაძისა არ იყოს "ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია,ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთანეთის სული; თვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ..."
და კიდევ... 
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ამბობდა: "ერთადერთი ფუფუნება,რომელიც ვიცი- ადამიანთა შორის ურთიერთობაა." ამ ორი დიდი ადამიანის ნააზრევი მოდი ყველამ ერთად დავიმახსოვროთ და რა თქმა უნდა ძალიან კარგია თუ გავითვალისწინებთ.
 უნაკლო არც მე ვარ და არც თქვენ,  შეცდომებს ყველა ვუშვებთ მთავარია ეს ყველაფერი დავინახოთ  და მეორედ ვეცადოთ რომ აღარ დავუშვათ...
 P.s  ჩემს ბლოგს დავარქვი - "ჟურნალისტმა სიმართლე უნდა თქვას!!" და სწორედ ჩემთვის , როგორც  მომავალი ჟურნალისტისთვის, მთავარი მიზანია - ხალხს სიმართლე უთხრას და დაანახოს!!!

Monday, October 12, 2015

ვინ ვარ მე



გოგონა ფიქრებით..

ვინ ვარ მე ...

         მოდი გულახდილი ვიქნები... არასდროს ვლაპარაკობ ჩემს თავზე იმიტომ,რომ არ მიყვარს საკუთარი მეს დახასიათება. არა აქვს მნიშვნელობა ეს დადებითი იქნება თუ უარყოფითი მხარეები..
       ყოველთვის მირჩევნია სხვამ ილაპარაკოს ჩემზე თქვას როგორი ადამიანი ვარ, თუნდაც დამახასიათოს კრიტიკულად. პირიქით მსიამოვნებს ეს ყველაფერი. ყველამ ვიცით,რომ ყველას არ ვეყვარებით, არ მოვეწონებით; ზოგი გაგვაკრიტიკებს, ზოგი სიყვარულით გაგვიხსენებს, ზოგიც კრიტიკულად.. ეს ხომ ბუნებრივია. ხოდა  მეც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები რომელსაც უყვარს როცა ხალხი მასზე ლაპარაკობს.  
  მოკლედ,რომ გითხრათ ვეცდები დავარღვიო ასე ვთქვათ ტრადიცია და დავახასიათო ჩემი თავი, გადავავლო თვალი წარსულს და მოგიყვეთ ერთი ჩვეულებრივი ადამიანის შესახებ...

დავიწყებ ჩემი უძვირფასესი ოჯახით.

მყავს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მშობლები - მარინე და დავითი. მყავს და და ძმა - თამარი და მირიანი. უფროსი ვარ მე, პირველი სიხარული..



   ნინო ეს სახელი წმინდა ნინოს და ბებიას საპატივცემულოდ დამარქვეს. ვარ გურიიდან კერძოდ ქალაქ ოზურგეთიდან. ჩემი გურულები, ჩემი სახლი, ჩემი ოჯახის წევრები ახლობლები ძალიან მიყვარს!! უბრალოდ მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

ბავშვობა..

ოო.. ეს ჩემი საუკეთესო მოგონებებია. მახსოვს მაჩუქეს პირველად კაბა და მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. მეგონა ჩემს გარდა არავის ჰქონდა კაბა და ვუფრთხილდებოდი არ დაიხეს მეთქი..



        პატარაობიდანვე სულსწრაფი, მოუსვენარი, ცელქი ვიყავი. ჩემი მშობლები ვერასდროს მპოულობდნენ, სულ მეძებდნენ ხან ეზოში ვიყავი ბავშვებთან ხან მეზობლებთან. ყველაფერი და ყველა მაინტერესებდა. ვინ როგორ იყო, ვის რა აწუხებდა, ყველა ამბავი უნდა გამეგო და აუცილებლად უნდა ჩავრეულიყავი. ვინმე რომ მეტყოდა შენ პატარა ხარ ან არ გეხება ვბრაზდებოდი და სულ ვეუბნებოდი რას ქვია არ მეხება, რადგან გავიგე ესეიგი მეც მეხება და შენ არავინ გეკითხება სხვას უთხრა რა ეხება და რა არა!! - ასეთი ინტერესიანი ადამიანი ვიყავი და ვარ..
     

 სკოლაში როცა შევედი ძალიან მიხაროდა ახალი მეგობრები შევიძინე. წლები ისე თვალის დახამხამებაში გავიდა, რომ ვერც კი მივხვდი როგორ მივედი მეთორმეტე კლასამდე. სკოლის დამთავრებას თან ახლდა  სევდა, ცრემლები. სიხარული რომ გაიზარდე სრულწლოვანი და დამოუკიდებელი გახდი.. ბოლო ზარი.. ბანკეტი..



აი ამ დღეს მივხვდი თუ რა ბედნიერი ვიყავი,როცა პირველ კლასში შევდიოდი, მივხვდი რომ დღეს ბოლო დღეა ბოლო ზარია და ამის შემდეგ ასე ყოველდღე  ვერასდროს ნახავ კლასელებს და გული მწყდებოდა. სკოლის მერე უფრო მეტად გამიმძაფრდა მონატრების გრძნობა, თითქოს რაღაც მაკლდა... ბოლო ზარის მერე ვიგრძენი თუ როგორ მიყვარდა სკოლა და მასწავლებლები, საერთოდ ყველა და ყველაფერი რაც კი სკოლასთან იყო დაკავშირებული.. ვერაფრით ვერ ვეგუებოდი მათთან განშორებას...


რაც შეეხება სუდენტობას..   ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ ჩავაბარე „გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში“- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვერ აღგიწერთ თუ ეს რა სიხარულია, რა ბედნიერებაა. რთულია ის მომენტი ის წამი სიტყვებით გადმოსცე. სტუდენტობის დროს ბევრი მეგობარი შევიძინე, ბევრი რაღაცეები ვისწავლე, უფრო თავდაჯერებული,უფრო საკუთარ თავში დარწმუნებული გავხვდი. მივხვდი რა მინდა ცხოვრებაში -„ მინდა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე მათთან ერთად ვინც მიყვარს“



ჟურნალისტიკა - მიყვარს ეს პროფესია, ბავშვობიდანვე მინდოდა ჩამებარებინა და მართლაც ასრულდა ჩემი ნანატრი ოცნება. ახლა ვარ მესამე კურსის სტუდენტი. მინდა გავიღრმავო ცოდნა და გავხვდე პროფესიონალი ჟურნალისტი!!



რატომ ვარ ბედნიერი?! - იმიტომ,რომ მყავს გვერდით ისეთი ადამიანი როგორიცაა ჩემი მოძღვარი,გურიის ეპისკოპოსი შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები. მასთან საუბარი მამშვიდებს, მაძლიერებს,მასთან გატარებული ყოველი დღე,წამი,წუთი ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა...



      ღმერთს მადლობას ვწირავ,რომ ასეთი დიდი ბრძენი ადამიანი გამომიგზავნა არა მარტო მე არამედ მთელ გურიის ეპარქიას. ეს ის ადამიანია რომელსაც შემიძლია ვუთხრა გულახდილად ყველაფერი, ვესაუბრო სხვადასხვა თემაზე, ვკითხო რჩევები და ა.შ. მართლაც
 ბედნიერი ვარ და არ დავმალავ ვამაყობ რომ მეუფე ჩემი მოძღვარია, ჩემთვის მის აზრს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მიყვარხარ ჩემო ყველაზე თბილო და ყველაზე კარგო..


რ ა    მ ი ნ დ ა    ცხ ო ვ რ ე ბ ა შ ი  ?!


1.. წარმატება ჩემს პროფესიაში.
2.. ჩემი ოჯახის და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა.
3.. მინდა ვიყო ქველმოქმედი ადამიანი. დავეხმარო ისეთ ადამიანებს,რომლებსაც ახლა ჩემი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.
4.. მინდა ვიყო ისეთი ადამიანი როგორიც ჩემს მშობლებს და ჩემს ახლობლებს უნდათ.
და ბოლოს..
5.. მინდა ჩემს სამშობლოში იყოს მშვიდობა  და  მინდა.. ყველა იყოს ბედნიერი..!!!


დადებითი მხარეები
      ვარ მხიარული ეს პირველად იმიტომ დავწერე,რომ ვერ ვიტან უჟმურ,მოწყენილ ადამიანებს. ვარ შრომისმოყვარე, რისკიანი თუ რამეს ხელი მოვკიდე ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო. მიყვარს ბევრი ლაპარაკი,ოღონდ ყოველთვის არა, ამასთან ერთად რა თქმა უნდა სერიოზული ვარ. ვარ სწრაფი, მეგობრული და  კომუნიკაბელური ადამიანი.


უარყოფითი მხარეები
     ხანდახან ზარმაცი ვარ, ზოგჯერ არ ვუსმენ ხალხს ან ვუსმენ , მაგრამ მირჩევნია მე შემეშალოს და ჩემს შეცდომაზე ვისწავლო, ვიდრე სხვის ჭკუაზე ვიარო, საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას მე თვითონ ვიღებ. ადამიანების მიმართ ხშირად ვარდები განკითხვაში,შეიძლება გავუბრაზდე მაგრამ გულში ჩამდები არ ვარ და სარწმუნოებიდან გამომდინარე ვპატიობ.


დანარჩენ ჩემს დადებით და უარყოფით მხარეებზე თქვენ შემაფასეთ.

      თავისუფალ დროს ჩანახატებს ვწერ, წიგნებს ვკითხულობ მუსიკას ვუსმენ.. ძალიან მიყვარს კეძების გაკეთება და გაფორმება, სხვათაშორის ჩემი მეგობრები ამბობენ,რომ გემრიელ კერძებს ვაკეთებ. თუ დრო მაქვს ჩანთებს, კოსმეტიკის ჩასადებს, ყელსაბამებს ვაკეთებ, ჩემს ოთახს ვაფორმებ და ა.შ.  როცა წვიმს ან თოვს, ძალიან მიყვარს ქუჩაში სეირნობა.

      ზოგადად ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში შენი სათქმელი უნდა თქვა. „ცხოვრება ბრძოლაა თუ არ იბრძოლებ გაუჩინარდები“ თუ გინდა იყო ბედნიერი, ცხოვრების სირთულეები უნდა გადალახო,იბრძოლო შენი პრინციპებით,იბრძოლო მიზნისკენ და მიაღწიო  „კენწეროში გატკბილებას“ როგორც ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს: „თუ გინდა გაიმარჯვო,ისწავლე მოთმინება.“

  
  და ბოლოს..
   
  მგონი  ბევრი  გესაუბრეთ, უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გულახდილად და საინტერესოდ  მომეყოლა, ხოდა ამ გულახდილობამგოგონა ფიქრებშიგამიტაცა და ის რაც უნდა  მეთქვა  ჩემს  შესახებ  ვეცადე  რომ  გადმომეცა. რამდენად გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ ეს უკვე თქვენ უნდა წაიკითხოთ და შეაფასოთ...!!!


გოგონა ფიქრებით..
ნინო ბახტაძე, 310 ჯგუფი.
17.10. 2015