გოგონა ფიქრებით..
ვინ ვარ მე ...
მოდი გულახდილი ვიქნები... არასდროს ვლაპარაკობ
ჩემს თავზე იმიტომ,რომ არ მიყვარს საკუთარი მეს დახასიათება. არა აქვს მნიშვნელობა
ეს დადებითი იქნება თუ უარყოფითი მხარეები..
ყოველთვის მირჩევნია სხვამ ილაპარაკოს ჩემზე
თქვას როგორი ადამიანი ვარ, თუნდაც დამახასიათოს კრიტიკულად. პირიქით მსიამოვნებს ეს
ყველაფერი. ყველამ ვიცით,რომ ყველას არ ვეყვარებით, არ მოვეწონებით; ზოგი გაგვაკრიტიკებს,
ზოგი სიყვარულით გაგვიხსენებს, ზოგიც კრიტიკულად.. ეს ხომ ბუნებრივია. ხოდა მეც იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები რომელსაც
უყვარს როცა ხალხი მასზე ლაპარაკობს.
მოკლედ,რომ გითხრათ ვეცდები დავარღვიო ასე
ვთქვათ ტრადიცია და დავახასიათო ჩემი თავი, გადავავლო თვალი წარსულს და მოგიყვეთ ერთი
ჩვეულებრივი ადამიანის შესახებ...
დავიწყებ ჩემი
უძვირფასესი ოჯახით.
მყავს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მშობლები - მარინე და
დავითი. მყავს და და ძმა - თამარი და მირიანი. უფროსი ვარ მე, პირველი სიხარული..
ნინო ეს სახელი წმინდა ნინოს და ბებიას საპატივცემულოდ დამარქვეს.
ვარ გურიიდან კერძოდ ქალაქ ოზურგეთიდან. ჩემი გურულები, ჩემი სახლი, ჩემი ოჯახის წევრები
ახლობლები ძალიან მიყვარს!! უბრალოდ მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
ბავშვობა..
ოო..
ეს ჩემი საუკეთესო მოგონებებია. მახსოვს მაჩუქეს პირველად კაბა და მთელი დღე ბედნიერი
ვიყავი. მეგონა ჩემს გარდა არავის ჰქონდა კაბა და ვუფრთხილდებოდი არ დაიხეს მეთქი..
პატარაობიდანვე სულსწრაფი, მოუსვენარი, ცელქი
ვიყავი. ჩემი მშობლები ვერასდროს მპოულობდნენ, სულ მეძებდნენ ხან ეზოში ვიყავი ბავშვებთან
ხან მეზობლებთან. ყველაფერი და ყველა მაინტერესებდა. ვინ როგორ იყო, ვის რა აწუხებდა,
ყველა ამბავი უნდა გამეგო და აუცილებლად უნდა ჩავრეულიყავი. ვინმე რომ მეტყოდა შენ
პატარა ხარ ან არ გეხება ვბრაზდებოდი და სულ ვეუბნებოდი რას ქვია არ მეხება, რადგან
გავიგე ესეიგი მეც მეხება და შენ არავინ გეკითხება სხვას უთხრა რა ეხება და რა არა!!
- ასეთი ინტერესიანი ადამიანი ვიყავი და ვარ..
სკოლაში როცა შევედი ძალიან მიხაროდა ახალი მეგობრები შევიძინე. წლები ისე თვალის დახამხამებაში გავიდა, რომ ვერც კი მივხვდი როგორ მივედი მეთორმეტე კლასამდე. სკოლის დამთავრებას
თან ახლდა სევდა, ცრემლები. სიხარული რომ გაიზარდე სრულწლოვანი და დამოუკიდებელი გახდი.. ბოლო ზარი.. ბანკეტი..
აი ამ დღეს მივხვდი თუ რა ბედნიერი ვიყავი,როცა პირველ კლასში შევდიოდი, მივხვდი რომ დღეს ბოლო დღეა ბოლო ზარია და ამის შემდეგ ასე ყოველდღე ვერასდროს ნახავ კლასელებს და გული მწყდებოდა. სკოლის მერე უფრო მეტად გამიმძაფრდა
მონატრების გრძნობა, თითქოს რაღაც მაკლდა... ბოლო ზარის მერე ვიგრძენი თუ როგორ მიყვარდა
სკოლა და მასწავლებლები, საერთოდ ყველა და ყველაფერი რაც კი სკოლასთან იყო დაკავშირებული..
ვერაფრით ვერ ვეგუებოდი მათთან განშორებას...
რაც
შეეხება სუდენტობას.. ძალიან გამიხარდა
როცა გავიგე რომ ჩავაბარე „გურამ თავართქილაძის
უნივერსიტეტში“- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. ვერ აღგიწერთ თუ ეს რა სიხარულია, რა
ბედნიერებაა. რთულია ის მომენტი ის წამი სიტყვებით გადმოსცე. სტუდენტობის დროს ბევრი
მეგობარი შევიძინე, ბევრი რაღაცეები ვისწავლე, უფრო თავდაჯერებული,უფრო საკუთარ თავში
დარწმუნებული გავხვდი. მივხვდი რა მინდა ცხოვრებაში -„ მინდა ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე მათთან ერთად ვინც მიყვარს“
ჟურნალისტიკა - მიყვარს ეს პროფესია, ბავშვობიდანვე მინდოდა ჩამებარებინა და მართლაც ასრულდა ჩემი ნანატრი ოცნება. ახლა ვარ მესამე კურსის სტუდენტი. მინდა გავიღრმავო ცოდნა და გავხვდე პროფესიონალი ჟურნალისტი!!
რატომ
ვარ ბედნიერი?! - იმიტომ,რომ მყავს გვერდით ისეთი ადამიანი როგორიცაა
ჩემი მოძღვარი,გურიის ეპისკოპოსი შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები. მასთან საუბარი
მამშვიდებს, მაძლიერებს,მასთან გატარებული ყოველი დღე,წამი,წუთი ჩემთვის ყველაზე დიდი
ბედნიერებაა...
ღმერთს
მადლობას ვწირავ,რომ ასეთი დიდი ბრძენი ადამიანი გამომიგზავნა არა მარტო მე არამედ
მთელ გურიის ეპარქიას. ეს ის ადამიანია რომელსაც შემიძლია ვუთხრა გულახდილად ყველაფერი,
ვესაუბრო სხვადასხვა თემაზე, ვკითხო რჩევები და ა.შ. მართლაც
ბედნიერი ვარ და არ დავმალავ ვამაყობ რომ მეუფე ჩემი
მოძღვარია, ჩემთვის მის აზრს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მიყვარხარ ჩემო ყველაზე
თბილო და ყველაზე კარგო..
რ ა მ ი ნ დ ა ცხ ო ვ რ ე ბ ა შ ი ?!
1..
წარმატება ჩემს პროფესიაში.
2..
ჩემი ოჯახის და საყვარელი ადამიანების კარგად ყოფნა.
3..
მინდა ვიყო ქველმოქმედი ადამიანი. დავეხმარო ისეთ ადამიანებს,რომლებსაც ახლა ჩემი დახმარება
ყველაზე მეტად სჭირდება.
4..
მინდა ვიყო ისეთი ადამიანი როგორიც ჩემს მშობლებს და ჩემს ახლობლებს უნდათ.
და
ბოლოს..
5.. მინდა ჩემს სამშობლოში იყოს მშვიდობა და მინდა..
ყველა იყოს ბედნიერი..!!!
დადებითი
მხარეები
ვარ მხიარული ეს პირველად იმიტომ დავწერე,რომ
ვერ ვიტან უჟმურ,მოწყენილ ადამიანებს. ვარ შრომისმოყვარე, რისკიანი თუ რამეს ხელი მოვკიდე
ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო. მიყვარს ბევრი ლაპარაკი,ოღონდ ყოველთვის არა, ამასთან ერთად
რა თქმა უნდა სერიოზული ვარ. ვარ სწრაფი, მეგობრული და კომუნიკაბელური ადამიანი.
უარყოფითი
მხარეები
ხანდახან ზარმაცი ვარ, ზოგჯერ არ ვუსმენ ხალხს
ან ვუსმენ , მაგრამ მირჩევნია მე შემეშალოს და ჩემს შეცდომაზე ვისწავლო, ვიდრე სხვის
ჭკუაზე ვიარო, საბოლოოდ კი გადაწყვეტილებას მე თვითონ ვიღებ. ადამიანების მიმართ ხშირად
ვარდები განკითხვაში,შეიძლება გავუბრაზდე მაგრამ გულში ჩამდები არ ვარ და სარწმუნოებიდან
გამომდინარე ვპატიობ.
დანარჩენ ჩემს დადებით და უარყოფით მხარეებზე თქვენ შემაფასეთ.
თავისუფალ დროს
ჩანახატებს ვწერ, წიგნებს ვკითხულობ მუსიკას ვუსმენ.. ძალიან მიყვარს კეძების გაკეთება
და გაფორმება, სხვათაშორის ჩემი მეგობრები ამბობენ,რომ გემრიელ კერძებს ვაკეთებ. თუ
დრო მაქვს ჩანთებს, კოსმეტიკის ჩასადებს, ყელსაბამებს ვაკეთებ, ჩემს ოთახს ვაფორმებ
და ა.შ. როცა წვიმს ან თოვს, ძალიან მიყვარს
ქუჩაში სეირნობა.
ზოგადად ვფიქრობ,რომ ცხოვრებაში შენი სათქმელი
უნდა თქვა. „ცხოვრება ბრძოლაა თუ არ იბრძოლებ გაუჩინარდები“ თუ გინდა იყო ბედნიერი,
ცხოვრების სირთულეები უნდა გადალახო,იბრძოლო შენი პრინციპებით,იბრძოლო მიზნისკენ და
მიაღწიო „კენწეროში გატკბილებას“ როგორც ჩვენი
პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს: „თუ გინდა გაიმარჯვო,ისწავლე
მოთმინება.“
და ბოლოს..
მგონი ბევრი გესაუბრეთ, უბრალოდ მინდოდა თქვენთვის გულახდილად და საინტერესოდ მომეყოლა, ხოდა ამ გულახდილობამ „გოგონა ფიქრებში“ გამიტაცა და ის რაც უნდა მეთქვა ჩემს შესახებ ვეცადე რომ გადმომეცა. რამდენად გამომივიდა არ ვიცი, მაგრამ ეს უკვე თქვენ უნდა წაიკითხოთ და შეაფასოთ...!!!
გოგონა
ფიქრებით..
ნინო
ბახტაძე, 310 ჯგუფი.
17.10.
2015
No comments:
Post a Comment