Sunday, November 29, 2015

ნოემბრის წვიმა!!




ნოემბრის წვიმა... პირველი რაც გვახსენდება ეს არის ნოემბრის, ოქროსფერი შემოდგომა... სხვადასხვა ფერებით და ბოლოს ეს ფერები ოქროსფერი ხდება... გაუჩერებელი ფოთოლცვენა ზემოდან ქვემოთ... ულამაზესია...  ყვითელი ფოთლების ცეკვა... და მეც ვცეკვავ მათთან ერთად... ვოცნებობ, ვმღერივარ და ბედნიერებას მანიჭებს ყვითელი შემოდგომა... 


ძალიან მიყვარს ნოემბერი,რომელიც ყოველი წელიწადის მე-11 თვეს გვიმხელს იდუმალი შემოდგომის ულამაზესს საიდუმლოს...


შემოდგომა...
 მწვანე ბუნება ცოტა ხნით ემზადება შეიცვალოს ყვითელი ფერებით...


 და ჩაიცვას ყვითელი... ოქროსფერი კაბა... ულამაზესი ფერებთა გამა... სასიამოვნო ფოთოლთა შრიალი და ფოთოლცვენა... 


მივაბიჯებ ამ სამყაროში, რომელიც სიმშვიდეს მანიჭებს, ყვითელი ფოთლები თითქოს თავს მიხრიან, მესაუბრებიან და თავიანთ საიდუმლოს მიმხელენ ტკბილ თუ მწარე მოგონებებს..


ყველასგან და ყველაფრისგან განსხვავებული გარემო, გაძარცვული ხეები და ყვითელი ფოთლების წვიმა...
ნოემბერი ლამაზია, მაგრამ ამავე დროს ნებით თუ უნებლიედ მკაცრიც...
ასე ვთქვათ ადამიანების მიერ გამკაცრებული...
დადგა შემოდგომა და მოვიდა დრო ნოემბრის წვიმის!! ერთი შეხედვით მშვიდი ნოემბერი უცებ ბობოქარი მკაცრი გახდა!!!...


არ შემიძლია არ გავიხსენო (ალბათ არც არასოდეს დამავიწყდება) „ნაციონალური მოძრაობის მიერ“ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს მოხდა.





ამ დღემ მწარედ დაგვამახსოვრა თავი... ნიღბიანი პირები ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი აირებით- ჟურნალისტებს არბევდნენ, შეურაცყოფას აყენებდნენ. ადამიანებს სცემდნენ.. ტელევიზიაში ვარდებოდნენ და  ტექნიკას 
ანადგურებდნენ, ეს იყო დღე და დრო როცა ჟურნალისტებს ხმას არ აღბინებდნენ... 




მართალია მე მაშინ პატარა,12 წლის ვიყავი,მაგრამ კარგად მახსოვს ის საშინელი კადრები... მახსოვს გიორგი თარგამაძის განცხადება.



ჟურნალისტების შეშინებული სახეები და ა.შ


ეს იყო დღე, როდესაც ჩემს სახლში ტელევიზორს არ მოვშორებივარ... მეზიზღებოდა დარბევის ორგანიზატორები, ყველა ის ადამიანები რომლებიც „იმედის“ დარბევაში იღებდა მონაწილეობას.






ვიჯექი ეკრანთნ და ველოდებოდი სიახლეებს, ოღონდ კარგს და არა ცუდს, მაგრამ ეს კარგი ამბავიც ჯერჯერობით არ ჩანდა... დახურეს ტელეკომპანია „იმედი“ და შეუწყვიტეს მაუწყებლობა... რასაც ძალიან განვიცდიდი და ალბათ თქვენც... თითქმის ყოველდღე სკოლიდან მოსულს იმედი მქონდა ტელეკომპანია „იმედი“ ჩაირთვებოდა და გააგრძელებდა აქტიურ მაუწყებლობას. როცა ეს მოხდა მართლაც და ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ისევ ვიჯექი ტელევიზორთან  და ვუყურებდი ჩემი საყვარელი არხის „იმედის“ სიცოცხლის გაგრძელებას...


ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა დარბევის ფაქტი, ერთი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის და მეორე როგორც მომავალი ჟურნალისტისთვის... ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ და არ მინდა მსგავსი რამ განმეორდეს. არ მინდა ხელკეტებით სცემდნენ ადამიანებს, არ მინდა ტელეკომპანიებს არბევდნენ, არ მინდა ადამიანებს კლავდნენ, არ მინდა მუდმივად შიშში ყოფნა ,იმის მოლოდინში,რომ დღეს თუ არა ხვალ შეიძლება მოხდეს მსგავსი ფაქტი... ღმერთმა გვაშოროს. განსაკუთრებით ყოველი წლის 7 ნოემბერს მიმძაფრდება შიში და მახსენდება ყველაფერი. „იმედის“ დარბევიდან 8 წელი გავიდა და დეტალურად მახსოვს ის საშინელი კადრები, რაც მაშინ ტელევიზიაში ხდებოდა.
სასტიკი ადამიანების მიერ დაგეგმილი მიღებული შედეგი ასეთი იყო-„მიწასთან გასწორებული“ ადამიანები, ჟურნალისტები და ტელევიზია!!! 








გრძელდება ნოემბრის წვიმა..!!

რომელიც

ცრემლებთან, ტკივილთან ასოცირდება..

გრძელდება..

ოქროსფერი ფოთლებით დაფარული გზა...

 რომელიც უამრავ საიდუმლოს მალავს და

  მომავალ იმედებსაც გვპირდება.... 





1 comment: