ძალიან ბევრი ვიფიქრე თუ რა თემა ამერჩია ჩემი მეორე ბლოგისათვის და ბოლოს გადავწყვიტე ზოგადად
ადამიანებზე დამეწერა. კერძოდ თუ როგორი სიყვარული იციან,როგორი მეგობრობა, როგორი დამოკიდებულება აქვთ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან,რას ფიქრობენ, რა პრობლემები აქვთ, მოკლედ მათ დადებითსა და უარყოფითზე – ამ და სხვა ინფორმაციას ქვემოთ გაიგებთ...
ყველა ადამიანი განვსხვავდებით განათლებით, მსჯელობით, ხასიათით, სილამაზით, თვალის ფერით, თმით, აღნაგობით, ჩაცმის სტილით, სიძულვილით,სიყვარულით და სხვა მრავალი... პიროვნება ინდივიდუალურია არ-ერთი ერთმანეთს არ ჰგავს. საქართველოში დამკვიდრდა ასეთი ტენდენცია ე,წ
"საკუთარი მეს" გადარჩენა და
"სხვისი ლანძღვა." რას ვგულისხმობ ამ ყველაფერში?! იმას,რომ დღეს ყველა ფიქრობს ყველაფერი თავისთვის ჰქონდეს, საკუთარი თავი გადაარჩინოს,ადამიანებმა ადამიანები გააკრიტიკოს, დასცინოს, შეურაცჰყოფა მიაყენოს, ეჩხუბოს და ათასი რამ...
ხშირად ვაკვირდები ხალხს, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთისადმი და ვხედავ რომ მათ შორის
"გაუცხოებაა,"("გაუცხოება–სპეციფიკურ–ადამიანური თვისებაა. ეს ნიშნავს,რომ მხოლოდ ადამიანს ახასიათებს გაუცხოება, ეს არის ადამიანის ისეთი ყოფნა,როდესაც მისი არსებობა არ შესაბამება მის არსებას"–
ვახტანგ ერქომაიშვილი 1932-2001 ) კიდევ ვხედავ,რომ ერთმანეთი აღიზიანებთ, სიყვარული არ იციან, ერთმანეთის პრობლემები არ ადარდებთ და ასე ამბობენ: "ეს მისი პრობლემაა და არა ჩემიო" თუნდაც ის ფაქტი (და ასეთი ფაქტები უამრავია) რომ მეტროში თუ სხვადასხვა ადგილას დამჯდარ გაჭირვებულ ადამიანებს, ისე ამაყად ჩაუვლის ხალხი თითქოს ის ადამიანი არ არსებობს,არც გვაინტერესებს მათი მდგომარეობა. იქნებ მათ ყველაზე და ყველაფერზე მეტად სჭირდება დახმარება?! არ გიფიქრიათ ამაზე?! მე კი მიფიქრია და თან ძალიან ხშირად... მაწუხებს ყველას მდგომარეობა.
ასეთი ცივი, გულგრილი დამოკიდებულება არ შეიძლება, არავინ იცის ჩვენ ხვალ რა გველოდება, ამიტომ საჭიროა ერთმანეთისადმი მეტი სითბო,მეტი სიყვარული...
ხშირად ადამიანებმა ვიცით... რაც საქართველოში მეტნაკლებად პოპულარულია,ეს არის ეპისკოპოსების, მამაოების, სასულიერო პირების განკთხვა... ადამიანებისგან მესმის "აუ ამ მამაოს ათი-ათას დოლარიანი ჯიპი ჰყავს, ფული აქვს. ჩვენ რომ მოგვიწოდებს ხალხს დაეხმარეთო თვითონ რატომ არ ჩუქნიან ხალხს ჯიპს ან ფულს?" აი ასეთი რაღაცეები მესმის ხოლმე. ამ განკითხვით გულს იოხებენ, არადა არ ფიქრობენ იქნებ აჩუქეს, იქნებ თავისი შრომით იყიდა ან მთავრობამ მისცა... არა მანდამაინც გინდა თუ არა მამაოს ჰყავს და მათი თქმით დანაშაულია. სასულიერო პირები რა ადამიანები არ არიან?! ჩვენ თუ გვინდა არ შეიძლება მათაც ჰქონდეს?! გაკვირვებული ვარ ასეთი ადამიანების ლაპარაკით, არ მესმის მათი და ვერც გავუგებ, ეს ხომ ცოდვაა როგორ შეიძლება სხვა განიკითხო! თქვენი ასეთი საუბარი პირადად ჩემთვის გამაღიზიანებელია. ეს კარგად დაიმახსოვრეთ ( თუ გინდათ გამლანძღეთ ამ სიმართლისთვის) სანამ სხვას განიკითხავთ ჯერ მოდით საკუთარ ცოდვებს მიხედეთ და დაფიქრდით თქვენ 100%-იანი უნაკლოები, უცოდველები ხართ?!
p.s რაღაც არამგონია 100%-იანები იყოთ... რა ვიცი სხვას კი ლანძღავთ, ეს კარგად გამოგდით!! რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, ეს იმათ ვისაც სიამოვნებს სხვისი განკითხვა.
ქუჩაში რომ დავდივარ ხშირად შემინიშნავს ადამიანები შეწუხებულები, გაღიზიანებულები დადიან. "მამის მკლელივით იხედებიან" ალბათ რომ რამე უთხრა "მოგკლავენ." თქვენი პრობლემები სახლში უნდა დატოვოთ. ქუჩაში, სამსახურში და ადამიანებთნ ურთიერთობის დროს იყოთ ჩვეულებრივი სიყვარულით სავსე...
ვისი ან რისი ბრალია ქვეყანაში შექმნილი ასეთი მდგომარეობა?! ჩვენი ყველას ერთად...
რატომ?! იმიტომ, რომ მხოლოდ საკუთარი "მე" და "ოჯახი" გვადარდებს, სხვა არც გვაინტერესებს, რა უჭირთ, რა სურთ და არც გვინდა რომ გავიგოთ! ეს ჩვენი ყველას ბრალია, არ გვიყვარს ერთმანეთი, არ გამოვხატავთ სითბოს,ერთმანეთს არ ვეხმარებით. ყველა ვიღაცას ადანაშაულებს, ლანძღავს ზოგი მთავრობას, ზოგი წინა ხელისუფლებას; ყველაფერში დამნაშავე ბუნებრივია ხელისუფლება არ იქნება, იქნებ ჩვენც ვართ დამნაშავეები?! თქვენ რომ კაცმა გკითხოთ ყველაფერში მუდმივად მთავრობაა დამნაშავე და არა სხვა...
რატომ არ ვართ ბედნიერები როცა შეგვიძლია ვიყოთ?
ყოველდღე დილით, რომ ჯანმრთელები ვდგებით, გვაქვს ორი ხელი, ორი ფეხი - ბედნიერება არაა... ამისათვის ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ.
როცა ოჯახი, შვილები გყავს და უყვარხარ ადამიანებს - ეს ბედნიერება არაა?! ზოგი ადამიანი ჯანმრთელი არაა, არ ყავს ოჯახი, სულ მარტოა ასეთმა ადამიანებმა რაღა თქვას მაშინ?? ჩვენ კი რაც გვაქვს მადლობას უნდა ვსწირავდეთ უფალს და ბედნიერები უნდა ვიყოთ. ადამიანებს დღეს შეგვიძლია შეცდომები გამოვასწოროთ ხვალ შეიძლება გვიანი იყოს, არავინ იცის ხვალ რა მოხდება. შეცვალე რისი შეცვლაც დღეს შეგიძლია, დატკბი ცხოვრებით, იცხოვრე ცისარტყელას ფერებით, თქვი ბედნიერი ვარ და მიხვდები, რომ მართლაც "ცხოვრება მშვენიერია."
და ბოლოს...
ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა...
გიყვარდეთ ერთმანეთი, იმედი არ დაკარგოთ მომავლისა, რადგან ღმერთი მუდამ ჩვენთნაა და ყველაფერში დაგვეხმარება. ღვთის წყალობით ერთად დავძლევთ სხვადასხვა გასაჭირს. მთვარია მეტი სიყვარული, მეტი პოზიტივი, მეტი სითბო და მეტი ერთმანეთისადმი გვერდში დგომა...
ნოდარ დუმბაძისა არ იყოს "ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია,ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთანეთის სული; თვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ..."
და კიდევ...
ანტუან დე სენტ ეგზიუპერი ამბობდა: "ერთადერთი ფუფუნება,რომელიც ვიცი- ადამიანთა შორის ურთიერთობაა." ამ ორი დიდი ადამიანის ნააზრევი მოდი ყველამ ერთად დავიმახსოვროთ და რა თქმა უნდა ძალიან კარგია თუ გავითვალისწინებთ.
უნაკლო არც მე ვარ და არც თქვენ, შეცდომებს ყველა ვუშვებთ მთავარია ეს ყველაფერი დავინახოთ და მეორედ ვეცადოთ რომ აღარ დავუშვათ...
P.s ჩემს ბლოგს დავარქვი -
"ჟურნალისტმა სიმართლე უნდა თქვას!!" და სწორედ ჩემთვის , როგორც მომავალი ჟურნალისტისთვის, მთავარი მიზანია - ხალხს სიმართლე უთხრას და დაანახოს!!!