,,... როცა გიყვარს, აღმოაჩენ საკუთარ თავში ისეთ სიმდიდრეს, იმდენ სინაზეს, ალერსს, არც კი გჯერა, რომ ასეთი სიყვარული შეგიძლია.''- ანტონ ჩეხოვი.
- რას აკეთებ?
- ვფიქრობ?
- რაზე ფიქრობ?
- სიყვარულზე...
- გვეყო დუმილი, მოდი ვისაუბროთ!
- რაზე ვისაუბროთ? იცი, ძალიან ბევრ თემაზე შემიძლია გელაპარაკო; მაგალითად: სიყვარულზე, ხელოვნებაზე, წიგნებზე, პოლიტიკაშიც ვერკვევი, გარდა ამისა სპორტი...
- სიყვარულზე ვისაუბროთ!..
- ვფიქრობ?
- რაზე ფიქრობ?
- სიყვარულზე...
- გვეყო დუმილი, მოდი ვისაუბროთ!
- რაზე ვისაუბროთ? იცი, ძალიან ბევრ თემაზე შემიძლია გელაპარაკო; მაგალითად: სიყვარულზე, ხელოვნებაზე, წიგნებზე, პოლიტიკაშიც ვერკვევი, გარდა ამისა სპორტი...
- სიყვარულზე ვისაუბროთ!..
- კარგი, დავიწყოთ...
სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც არ იცი როდის მოვა, რომელ ასაკში.. ასე უბრალოდ "თვალებს დახუჭავ და მოვა..." ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც გულწრფელია, უკვდავი და ღმერთთან გაახლოებს...
- შენი აზრით,სიყვარული რა არის?
- ალბათ უფრო ნიჭი იმისა გიყვარდეს!
ბედნიერებაა გათვიცნობიერებუ ლი გქონდეს, რომ შენ გაქვს ნიჭი გიყვარდეს... ნიჭი გენატრებოდეს... როცა სიყვარულის გრძნობა იბადება გულში მთელ შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... ნამდვილი სიყვარული მარადიულია... "სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს." - ვოლტერი.
- ალბათ უფრო ნიჭი იმისა გიყვარდეს!
ბედნიერებაა გათვიცნობიერებუ
რა არის სიყვარული? ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემ; ამიტომაცაა ის ამოუცნობი, აღმაფრთოვანებელ ი და საინტერესო. სიყვარულს, როგორც ბედნიერება ისე ტანჯვაც ახლავს, თუმცა მისთვის ბრძოლაა საჭირო რომ დაიმსახურო.
არსებობს მშობლების სიყვარული...
არსებობს შვილის სიყვარული...
არსებობს ბავშვობის სიყვარული... და ა.შ
მაგრამ მთავარი ქალისა და მამაკაცის სიყვარულია, რომელიც ჭკუას გაკარგვინებს, ბედნიერებას განიჭებს და სისულელეებსაც გაკეთებინებს.
სიყვარულს ასაკი არ აქვს...
საინტერესოა ცნობილი ფრაზები სიყვარულზე:
"ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით." -უილიამ შექსპირი.
"სიყვარულის არითმეტიკაში ერთს მივუმატოთ ერთი - ყველაფერია, ხოლო ორს გამოვაკლოთ ერთი - არაფერი." - ანატოლ ფრანსი.
"სიყვარულის დამალვა შეუძლებელია: ერთი სიტყვა, ერთი მალული გამოხედვა, ხანდახან კი სიჩუმეც გასცემს ხოლმე მას." - პიერ აბელიარი.
"იდეალური მამაკაცი ქალს უნდა ესაუბრებოდეს, როგორც ქალღმერთს და ექცეოდეს, როგორც ბავშვს." - ოსკარ უაილდი.
"ქალის საუკეთესო აქსესუარი არის მამაკაცი, რომელიც უყვარს." - კოკო შანელი.
- და მაინც,რა არის სიყვარულის გრძნობა?
სიყვარული შენი პატარა გულია, სადაც ამ ლამაზ გრძნობას ყველაზე დიდი ადგილი უკავია...