Sunday, July 10, 2016

ჩემი დაბადების დღე



დაბადების დღე...
დღე, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, 
იმიტომ რომ... დიახ, ჩემი დაბადების დღეა...



ეს დღესასწაული წელიწადში ერთხელ მოდის
და მეც მთელი გულით ველოდები მისს მოსვლას.
დღეს 10 ივლისია, ჩემი დაბადების დღე, რომელიც
მაბედნიერებს, მართალია წელიწადში ერთხელ,
მაგრამ განსაკუთრებულად....


მართალია დაბადების რიცხვი, თვე, წელი არ იცვლება,
მაგრამ ყოველ დაბადების დღეზე მემატება ასაკი, ვიზრდები,
ვსწავლობ. არც წლევანდელი წელია განსხვავებული. 
21 წლის გავხვდი, დიდი გოგო ვარ! მშობლებისთვის
კი ისევ მათი პატარა გოგო! 



ისევ, როგორც ბავშვობაში, ამ დღეს დიდი მოლოდინით ველოდები, ბედნიერი, ბრჭყვიალა თვალებით... 



ახლაც, ისევ როგორც ბავშვობაში მიხარია ტორტი თავისი სანთლებით. 
როგორც მაშინ და ახლაც დადებითი ემოციებით ვარ სავსე და მიხარია ცხოვრება.


ისე პირველი დაბადების დღეა, როცა თბილისში მარტო ვარ ჩემი ოჯახის გარეშე. თუმცა იმ იმედით ვძლებ, რომ მათ მალე ვნახავ... მალე ჩავეხუტები...


მე თბილი ადამიანი ვარ, ალბათ ყველა დამეთანხმებით...
მიყვარს როცა ადამიანებს ვახარებ თუნდაც ჩემი ერთი სიტყვით "მიყვარხარ."


არ მომწონს მოწყენილი,გრუბი ადამიანები, ალბათ
იმიტომ, რომ მხიარული და თბილი ვარ...


დღეს 10 ივლისს, ჩემს  დაბადების დღეზე უამრავი მილოცვები მივიღე:
"ფეისბუქზე;" "მეილზე;" "მობილურზე."
ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები "სმს" მწერდნენ, მირეკავდნენ; მანებივრებდნენ თბილი სიტყვებით: "გილოცავ ნიი, მიყვარხარ," "წარმატებებს გისურვებ,"  "დაბადების დღეს გილოცავ, 
ბედნიერი ყოფილიყავი," და ა.შ .


საოცარი მეგობრები მყავხართ! მართლა საოცარი და მე ამაყი ვარ, რომ ასეთი თბილი,  უმაგრესი ხალხი მყავს გვერდში! რომლის მხარდაჭერის იმედი სულ მაქვს!
 თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელსაც ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უხარია..  თქვენ ის თბილი  ადამიანები ხართ ნინო რომ გიყვართ...
და ბოლოს...
თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელიც მე ნინო ბახტაძეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს... 
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ( ოსკარზე მგონია თავი) იმისთვის, რომ ყოველ დღეს მიფერადებთ და არც დღევანდელი;ჩემი დაბადების დღეა გამონაკლისი... 
მიყვარხართ, მეამაყებით და მინდა, რომ სულ ბედნიერებსა და გახარებულებს გხედავდეთ, აი რა არის ჩემი სურვილი თქვენდამი.



ბევრი ოცნება მაქვს... სწორედ ამ ოცნებისკენ მივისწრაფვი ყოველ დღე, ყოველ წამს... ყველაზე დიდი ოცნება კი ჩემს პროფესიაში წინსვლა და წარმატებებია...


მომავალში კი მჯერა, რომ წარმატებებს მივაღწევ და ვიქნები ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი. დავეთანხმები ნოდარ დუმბაძეს, რომელმაც თქვა: "ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის."
ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი  და ჩემი პროფესიაც - ჟურნალისტიკაც ამ მიზნისკენაა მიმართული.


💖 სურვილების ახდენას გისურვებთ, მე კი
ბედნიერ დაბადების დღეს საკუთარ თავს... 💖