საოცრად კეთილშობილი, თავმდაბალი, პროფესიონალი თავის საქმეში, მშენებელი არქიტექტორი, მრავალშვილიანი მამა და მეგობრული ადამიანი... ასე ახასიათებენ ზურას, ოზურგეთში და არამარტო ოზურგეთში სასულიერო პირები და თავისი მეგობრები...
ზურაბ გუჯაბიძე დაიბადა 1959 წლის 28 ოქტომბერს, ცხოვრობს გურიაში კერძოდ ოზურგეთში. არის 56 წლის. მეგობრების თქმით, ბავშვობიდანვე პატარა ზურა შრომისმოყვარეობით და განათლებით გამოირჩეოდა, ძალიან უყვარდა კითხვა. 1983 წელს დაამთავრა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ არქიტექტურის განხრით. ამავე წელს დაიწყო მუშაობა „ცენტრ სოიოს პროექტში“- მოსკოვის ფილიალში. ასევე მუშაობდა საპროექტოში- „დავითი და კომპანია.“ დაპროექტებული აქვს წყალტუბოში სენატორიუმი,სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი სახლები. ასევე დაპროექტებული და აშენებული აქვს ორი ეკლესია.
თავისი ნამუშევრებიდან ბატონ ზურას,განსაკუთრებით გამორჩეულად უყვარს საეკლესიო პროექტები.. ერთი ეს არის ექადიის „წმინდა გიორგის სახელობის“ ეკლესია, რომლის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და დამთვრდა 2014 წლის ივნისში. ეკლესია მასიური გათლილი ქვებითაა აშენებული. ორ-ნავიანი, ჯვარ გუმბათოვანია. ეკლესიის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. რაც ზურასთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა..
მეორე სოფელ ბოხვაურის "წმინდა სოფიას" სახელობის ეკლესია- მისი მშენებლობა დაიწყო 2005 წელს და დამთავრდა 2013 წელს.
ეს ეკლესია არისსამ-ნავიანი ბაზილიკა. ულამაზესი ეზოთი, სატრაპეზოთი და სამრეკვლოთი...
ზურამ თავისი აშენებული ეკლესიები ტრადიციულ მეთოდთან მიაახლოვა და შესანიშნავადაც გამოუვიდა.
ზურას იდეაში აქვს ოზურგეთში ბავშთა გასართობი ცენტრი გააკეთოს და შეუქმნას პატარებს „ბავშვთა ქალაქი“.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზურამ დაამთავრა "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,"მიიღო განათლება და არ დარჩა თბილისში, მოღვაწეობა გააგრძელა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში და აქ აგრძელებს ეკლესიებისა და სხვადასხვა პროექტების მშენებლობას.
მას ასევე ვესაუბრე მოსწონს თუ არა თანამედროვე ახალგაზრდობა და რას ურჩევდა მათ? - რა თქმა უნდა დღევანდელი ახალგაზრდები მომწონს, ვურჩევდი მეტ კითხვას, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ლიტერატურის.
ზურას ჰყავს მრავალშვილიანი ქრისტიანული ოჯახი, ის არის 6 შვილის მამა და 5 შვილიშვილის ბაბუა, რაც საქართველოში იშვიათობაა.
ზურას დედა ზაირა ბახტაძე განსაკუთრებულად მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია ყველასთვის.. მადლობა ქალბატონ ზაირას ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის. ზურას მეუღლე ქალბატონი მარიკა კალანდაძე კი გამოირჩევა მეუღლის და ოჯახის მიმართ დიდი პატივისცემით და სიყვარულით..
და ბოლოს..
ბატონ ზურას პირადად ვიცნობ, და ვთვლი რომ მართლაც და გამორჩეული ადამიანია, როგორც მამა, როგორც მეგობარი,როგორც მეუღლე და ა.შ. ეს ის ადამიანია, რომელიც გურიაში ძალიან უყვართ როგორც კარგი ხელოვანი და და ღირსეული პიროვნება. ზურას აშენებული ეკლესიები კი თაობიდან თაობას გადაეცემა. ეკლესია არამარტო აწმყოს არამედ მომავლის საკუთრებაა, მან საუკუნეებს უნდა გაუძლოს, ვინ იცის რამდენი ნათლობა, ჯვრის წერა და უამრავი რელიგიური დღესასწაულები ჩატარდება... ბატონ ზურაბს კი მადლობას ვუხდი დრო რომ დამითბო და მესაუბრა. ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს და წარმატებებს თავისს ოჯახთან ერთად.. ღმერთი გფარავდეთ..... ბატონო ზურაბ.