ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფიული ჩანაწერია. დაწყებისთანავე მომეწონა, ეს იმიტომ, რომ ყველაფერი ნათლად, თავმდაბლობითა და გულახდილადაა, ერთი გურული ბიჭის ცხოვრების შესახებ, მოთხრობილი-ალბათ, სწორედ ესაა ერთ-ერთი საიდუმლო, რომლითაც მკითხველი დამოკიდებული ხდება მასზე.
მერაბ ნინიძე, იმდენად გულწრფელად ჰყვება ყველაფერს ეს იქნება ბავშვობა, წარუმატებლობა, წარმატება, საბჭოთა საქართველო და მათ შორის ემიგრაციაში გატარებულ 20 წელზე, რომ შეუძლებელია ინტერესი არ გამოიწვიოს მკითხველში.
მე, როგორც გურულმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მერაბი ჩემი კუთხიდანაა, ბავშვობა გატარებული აქვს გურიის ერთ-ერთ სოფელ "ნაგომარში." ის ამბობდა: "ყველაფერი საინტერესო, ახალი და ემოციური, რაც ჩემს ბავშვობას უკავშირდება, სოფლიდან მომყვება." მე ასე დავინახე, რომ ბებიამ და ბაბუამ მის აღზრდაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს. ამ ავტობიოგრაფიულმა ჩანაწერმა ის კიდევ უფრო ახლოს და სხვა თვალით დამანახა, უფრო უკეთესად გავიცანი. იმედია ოდესმე საშუალება მომეცემა პირადად გავიცნო და შთაბეჭდილებები გავუზიარო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მე რეცენზიას მერაბ ნინიძის წიგნზე ვწერ...
ყველაფერი კი მან 13 წლის ასაკიდან დაიწყო, ის იყო და არის მაქსიმალისტი ადამიანი, რომელმაც თავისი მიზნები სისრულეში მოიყვანა, მიუხედავად ოჯახის წევრების წინააღმდეგობისა მაინც, გახდა პროფესიონალი მსახიობი, 1986 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. მიყვარს ასეთი მებრძოლი ადამიანები, რომლებიც დაპრკოლებების მიუხედავად მიზნისკენ მაინც, რომ მიისწრაფვიან. ის ამბობს: "საერთოდაც, ასე მგონია, რომ თუ პატარა დავალებას ვერ გაართმევ თავს-დიდს ვერასდროს, ვერაფერს გაწვდები." მისი დაუმორჩილებლობა ცხოვრებისადმი და სწრაფვა იმ სამყაროსკენ, რომელიც გულით სურდა-აი სწორედ ეს მხიბლავს მასში. მას უყვარს მუსიკის მოსმენა. მისი აზრით, "მუსიკა არის მთავარი, სულ უნდა ისმოდეს, სახლში, ყველგან ნებისმიერი სახით, მაგრამ უნდა ისმოდეს." მერაბი 26 წლის იყო, როცა თავისი სურვილით ემიგრაციაში წავიდა, 20 წელია, იქ არის.ძირითადად ცხოვრობს ვენაში, გადაღებების დროს მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და თბილისში წელიწადში ერთხელ ჩამოდის.
იცით მერაბთან და წიგნთან ერთად მეც ვმოგზაურობ როგორ?! როგორ და წიგნის ერთი ფურცლიდან ჯერ აფრიკაში, ხოლო მეორე ფურცლიდან ბუენოს- აირეში ვმოგზაურობდი, ერთი სამყაროდან მეორეში, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება თითქოს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. როგორც მერაბი ამბობს: "ნამდვილი თამაში ალბათ სწორედ ესაა-მაყურებელს რეალურად განაცდევინო პერსონაჟი,მისი ბედი." ეს ყველაფერი კი მე დამემართა,ვფიქრობ ესაა ნამდვილი მსახიობის ოსტატობა.
მას ჰყავს ორი შვილი მარიამი და მახარე-ალექსანდრე ნინიძეები. როგორც თვითონ ამბობს: "საკმაოდ მხიარულ ადამიანად მიცნობენ,მაგრამ შინაგანად ძალიან სენტიმენტალური ვარ." პირველად 13 წლის ასაკში დაიწყო თავიდან, მიაღწია წარმატებებს,მაგრამ 26 წლის ასაკში მიხვდა, რომ რაღაც ახალი სურდა და წავიდა ემიგრაციაში, ყველაფერი თავიდან დაიწყო და იქ დარჩა. ნოსტალგია, რა თქმა უნდა ჰქონდა და აქვს საკუთარი სამშობლოს მიმართ, მაგრამ აქამდე გაუძლო ყველაფერს, იმიტომ, რომ მიაღწია არაფრიდან ყველაფერს. "რა არის მსახიობობა?-ეს სარკეა.როდესაც ერთ ადამიანს პირისპირ,სარკესავით წინ დაუდგება მსახიობი და მის თავს განუსახიერებს. ესაა არტისტი-რომლის პერსონაჟებშიც მაყურებელი ძირითადად საკუთარი "მე"-ს დანახვას ცდილობს. პროფესიის სახელწოდებაც მიანიშნებს ამაზე-განსახიერება-განასახიერა, ესე იგი ვიღაცის სახე მიიღო."
რეჟისორმა რობერტ სტურუამ საბერძნეთში მერაბს, ერთ-ერთ სპექტაკლში როლის კარგად შესრულებისთვის დაუწერა: -"მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე."- ეს კი იმას ნიშნავდა რომ მერაბი არ მსახიობობდა და ასრულებდა ნამდვილი პერსონაჟის სახეს.
ასევე უნდა ითქვას, რომ 2003 წელს ფილმმა "არსად აფრიკაში," რომელშიც ის მონაწილეობდა "ოსკარი" მიიღო.
ახლა მიხვდი,რომ ეს მონათხრობი მტკიცებაა იმისა,"რომ უზომოა ადამინური შესაძლებლობები."
დიდი ინტერესით,სიყვარულით, წავიკითხე გურიაში გაზრდილი, თბილისელი ბიჭის და ევროპაში მოღვაწე მსახიობის მიერ შედგენილი წიგნი, ეს ის ადამიანია, რომელიც ჩემთვის მაგალითი იქნება მუდამ...
მერაბ ნინიძის ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა რომ ცხოვრების სირთულეები დავძლიო და მივაღწიო წარმატებებს...