Saturday, February 4, 2017

სიყვარულის გრძნობა...


        ,,... როცა გიყვარს, აღმოაჩენ საკუთარ თავში ისეთ სიმდიდრეს, იმდენ სინაზეს,             ალერსს, არც კი გჯერა, რომ ასეთი სიყვარული შეგიძლია.''- ანტონ ჩეხოვი.


             - რას აკეთებ?
             - ვფიქრობ?
             - რაზე ფიქრობ?
             - სიყვარულზე...
             - გვეყო დუმილი, მოდი ვისაუბროთ!
             - რაზე ვისაუბროთ? იცი, ძალიან ბევრ თემაზე შემიძლია გელაპარაკო;           მაგალითად: სიყვარულზე, ხელოვნებაზე, წიგნებზე, პოლიტიკაშიც ვერკვევი,  გარდა ამისა სპორტი...
             - სიყვარულზე ვისაუბროთ!..
             - კარგი, დავიწყოთ...


     სიყვარული ის გრძნობაა, რომელიც არ იცი როდის მოვა, რომელ ასაკში.. ასე       უბრალოდ "თვალებს დახუჭავ და მოვა..." ეს ისეთი გრძნობაა, რომელიც გულწრფელია, უკვდავი და ღმერთთან გაახლოებს...


     - შენი აზრით,სიყვარული რა არის?
     - ალბათ უფრო ნიჭი იმისა გიყვარდეს!
ბედნიერებაა გათვიცნობიერებული გქონდეს, რომ შენ გაქვს ნიჭი გიყვარდეს... ნიჭი გენატრებოდეს...როცა სიყვარულის გრძნობა იბადება გულში მთელ შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს იპყრობს... ნამდვილი სიყვარული მარადიულია... "სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს." - ვოლტერი.


   რა არის სიყვარული? ამ კითხვას პასუხს ვერ გასცემ; ამიტომაცაა ის ამოუცნობი,   აღმაფრთოვანებელი და საინტერესო. სიყვარულს, როგორც ბედნიერება ისე ტანჯვაც ახლავს, თუმცა მისთვის ბრძოლაა საჭირო რომ დაიმსახურო.


           არსებობს მშობლების სიყვარული...


არსებობს შვილის სიყვარული...


არსებობს ბავშვობის სიყვარული... და ა.შ


     მაგრამ მთავარი ქალისა და მამაკაცის სიყვარულია, რომელიც ჭკუას გაკარგვინებს, ბედნიერებას განიჭებს და სისულელეებსაც გაკეთებინებს.


სიყვარულს ასაკი არ აქვს...


       საინტერესოა ცნობილი ფრაზები სიყვარულზე:

   "ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული     მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით." -უილიამ შექსპირი.
      "სიყვარულის არითმეტიკაში ერთს მივუმატოთ ერთი - ყველაფერია, ხოლო ორს     გამოვაკლოთ ერთი - არაფერი." - ანატოლ ფრანსი.
      "სიყვარულის დამალვა შეუძლებელია: ერთი სიტყვა, ერთი მალული გამოხედვა,    ხანდახან კი სიჩუმეც გასცემს ხოლმე მას." - პიერ აბელიარი.
      "იდეალური მამაკაცი ქალს უნდა ესაუბრებოდეს, როგორც ქალღმერთს და          ექცეოდეს, როგორც ბავშვს." - ოსკარ უაილდი.
     "ქალის საუკეთესო აქსესუარი არის მამაკაცი, რომელიც უყვარს." - კოკო შანელი.
   - და მაინც,რა არის სიყვარულის გრძნობა?        



სიყვარული შენი პატარა გულია, სადაც ამ ლამაზ გრძნობას ყველაზე        დიდი ადგილი უკავია...

Sunday, July 10, 2016

ჩემი დაბადების დღე



დაბადების დღე...
დღე, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, 
იმიტომ რომ... დიახ, ჩემი დაბადების დღეა...



ეს დღესასწაული წელიწადში ერთხელ მოდის
და მეც მთელი გულით ველოდები მისს მოსვლას.
დღეს 10 ივლისია, ჩემი დაბადების დღე, რომელიც
მაბედნიერებს, მართალია წელიწადში ერთხელ,
მაგრამ განსაკუთრებულად....


მართალია დაბადების რიცხვი, თვე, წელი არ იცვლება,
მაგრამ ყოველ დაბადების დღეზე მემატება ასაკი, ვიზრდები,
ვსწავლობ. არც წლევანდელი წელია განსხვავებული. 
21 წლის გავხვდი, დიდი გოგო ვარ! მშობლებისთვის
კი ისევ მათი პატარა გოგო! 



ისევ, როგორც ბავშვობაში, ამ დღეს დიდი მოლოდინით ველოდები, ბედნიერი, ბრჭყვიალა თვალებით... 



ახლაც, ისევ როგორც ბავშვობაში მიხარია ტორტი თავისი სანთლებით. 
როგორც მაშინ და ახლაც დადებითი ემოციებით ვარ სავსე და მიხარია ცხოვრება.


ისე პირველი დაბადების დღეა, როცა თბილისში მარტო ვარ ჩემი ოჯახის გარეშე. თუმცა იმ იმედით ვძლებ, რომ მათ მალე ვნახავ... მალე ჩავეხუტები...


მე თბილი ადამიანი ვარ, ალბათ ყველა დამეთანხმებით...
მიყვარს როცა ადამიანებს ვახარებ თუნდაც ჩემი ერთი სიტყვით "მიყვარხარ."


არ მომწონს მოწყენილი,გრუბი ადამიანები, ალბათ
იმიტომ, რომ მხიარული და თბილი ვარ...


დღეს 10 ივლისს, ჩემს  დაბადების დღეზე უამრავი მილოცვები მივიღე:
"ფეისბუქზე;" "მეილზე;" "მობილურზე."
ყველა ჩემი მეგობარი, ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები "სმს" მწერდნენ, მირეკავდნენ; მანებივრებდნენ თბილი სიტყვებით: "გილოცავ ნიი, მიყვარხარ," "წარმატებებს გისურვებ,"  "დაბადების დღეს გილოცავ, 
ბედნიერი ყოფილიყავი," და ა.შ .


საოცარი მეგობრები მყავხართ! მართლა საოცარი და მე ამაყი ვარ, რომ ასეთი თბილი,  უმაგრესი ხალხი მყავს გვერდში! რომლის მხარდაჭერის იმედი სულ მაქვს!
 თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელსაც ჩემი ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი უხარია..  თქვენ ის თბილი  ადამიანები ხართ ნინო რომ გიყვართ...
და ბოლოს...
თქვენ ის ადამიანები ხართ, რომელიც მე ნინო ბახტაძეს ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს... 
მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს, ( ოსკარზე მგონია თავი) იმისთვის, რომ ყოველ დღეს მიფერადებთ და არც დღევანდელი;ჩემი დაბადების დღეა გამონაკლისი... 
მიყვარხართ, მეამაყებით და მინდა, რომ სულ ბედნიერებსა და გახარებულებს გხედავდეთ, აი რა არის ჩემი სურვილი თქვენდამი.



ბევრი ოცნება მაქვს... სწორედ ამ ოცნებისკენ მივისწრაფვი ყოველ დღე, ყოველ წამს... ყველაზე დიდი ოცნება კი ჩემს პროფესიაში წინსვლა და წარმატებებია...


მომავალში კი მჯერა, რომ წარმატებებს მივაღწევ და ვიქნები ყველასთვის საყვარელი ჟურნალისტი. დავეთანხმები ნოდარ დუმბაძეს, რომელმაც თქვა: "ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის."
ჩემთვის ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი  და ჩემი პროფესიაც - ჟურნალისტიკაც ამ მიზნისკენაა მიმართული.


💖 სურვილების ახდენას გისურვებთ, მე კი
ბედნიერ დაბადების დღეს საკუთარ თავს... 💖

Saturday, April 2, 2016

დღეს და არა ხვალ!!


დაბადების წუთები...
და შეცნობა ახალ სამყაროსთან...


მოლოდინი და პირველი ნაბიჯები...


ბაღში მისვლა, თამაში და სიხარული...


შემდეგ კი სკოლა... ანბანის სწავლა.. წერა და კითხვა...
პირველი კლასი, გზა განათლებისკენ...


სკოლის შემდეგ სტუდენტობა... ბედნიერების პიკი... ახალი გამოწვევა.. და გზა წარმატებების მისაღწევად....


ცხოვრების განვლილი ეტაპებიდან ასაკოვან ადამიანად ქცევა..


დღეს და არა ხვალ... უთხარით ერთმანეთს რომ გიყვართ...
პითაგორას დავესესხები და გეტყვით რომ.. "ღარიბი, წარუმატებელი და უბედური ადამიანი ისაა, ვინც ხშირად იყენებს სიტყვას "ხვალ."
შეცვალე რისი შეცვლაც დღეს შეგიძლია... მერე რომ არ ინანო თქვი,იმოქმედე ამ წუთას... ახლა..


დღეს და არა ხვალ... ჩაეხუტეთ ერთმანეთს...


რობერტ ფროსტისა არ იყოს, "სულ ორი სიტყვით შემიძლია შევაჯამო ყველაფერი, რაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან: ის გრძელდება!"
დრო ისე სწრაფად მიდის რომ შეუძლებელია დაეწიო... ამიტომ გაუფრთხილდით ერთმანეთს... ხშირად უთხარით თბილი სიტყვები, ჩაეხუტეთ ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი და იყავით ბედნიერები...
 დღეს და არა ხვალ... დავეთანხმები რიჩარდ ბრენსონს რომ.. "გააკეთე დღეს ის, რაც სხვებს არ უნდათ, ხვალ იცხოვრებ ისე როგორც სხვებს არ შეუძლიათ."
ამასობაში დრო მიდის, არ ჩერდება...


დღეს და არა ხვალ... ხშირად თქვით რომ გიყვარს, რადგან არავინ იცის ხვალ (მომავალში) რა იქნება, რა მოხდება!!! 

.. და ხვალ რა მოხდება..?!

არვიცი...!!!

 ალბათ ოთარ ჭილაძისა არ იყოს "წინ მარადისობაა."



Tuesday, March 1, 2016

თანამედროვე ხუროთმოძღვარი, არქიტექტორი ზურაბ გუჯაბიძე!!

საოცრად კეთილშობილი, თავმდაბალი, პროფესიონალი თავის საქმეში, მშენებელი არქიტექტორი, მრავალშვილიანი  მამა და მეგობრული ადამიანი... ასე  ახასიათებენ ზურას,  ოზურგეთში და არამარტო ოზურგეთში სასულიერო პირები და თავისი მეგობრები... 


ზურაბ გუჯაბიძე დაიბადა 1959 წლის 28 ოქტომბერს, ცხოვრობს გურიაში კერძოდ ოზურგეთში. არის 56 წლის. მეგობრების თქმით, ბავშვობიდანვე პატარა ზურა შრომისმოყვარეობით და განათლებით გამოირჩეოდა, ძალიან უყვარდა კითხვა. 1983 წელს დაამთავრა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“ არქიტექტურის განხრით. ამავე წელს დაიწყო მუშაობა „ცენტრ სოიოს პროექტში“- მოსკოვის ფილიალში. ასევე მუშაობდა საპროექტოში- „დავითი და კომპანია.“ დაპროექტებული აქვს წყალტუბოში სენატორიუმი,სავაჭრო ცენტრები, საცხოვრებელი სახლები. ასევე დაპროექტებული და აშენებული აქვს ორი ეკლესია. 
თავისი ნამუშევრებიდან ბატონ ზურას,განსაკუთრებით გამორჩეულად უყვარს საეკლესიო პროექტები.. ერთი ეს არის ექადიის „წმინდა გიორგის სახელობის“ ეკლესია, რომლის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და დამთვრდა 2014 წლის ივნისში. ეკლესია  მასიური  გათლილი ქვებითაა აშენებული. ორ-ნავიანი, ჯვარ გუმბათოვანია. ეკლესიის გახსნას ესწრებოდა საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. რაც ზურასთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა.. 


მეორე სოფელ ბოხვაურის "წმინდა სოფიას" სახელობის ეკლესია- მისი მშენებლობა დაიწყო 2005 წელს და დამთავრდა 2013 წელს. 
 ეს  ეკლესია არისსამ-ნავიანი ბაზილიკა. ულამაზესი ეზოთი, სატრაპეზოთი და სამრეკვლოთი...
      

ზურამ თავისი აშენებული ეკლესიები ტრადიციულ მეთოდთან მიაახლოვა და შესანიშნავადაც გამოუვიდა.



ზურას იდეაში აქვს ოზურგეთში ბავშთა გასართობი ცენტრი გააკეთოს და შეუქმნას პატარებს „ბავშვთა ქალაქი“. 
      აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზურამ დაამთავრა "საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი,"მიიღო განათლება და არ დარჩა თბილისში,  მოღვაწეობა გააგრძელა მშობლიურ ქალაქ ოზურგეთში და აქ აგრძელებს ეკლესიებისა და სხვადასხვა პროექტების მშენებლობას. 
        მას ასევე ვესაუბრე მოსწონს თუ არა თანამედროვე ახალგაზრდობა და რას ურჩევდა მათ? - რა თქმა უნდა დღევანდელი ახალგაზრდები მომწონს,  ვურჩევდი მეტ კითხვას, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ლიტერატურის.
         ზურას ჰყავს მრავალშვილიანი ქრისტიანული ოჯახი, ის არის 6 შვილის მამა და 5 შვილიშვილის ბაბუა, რაც საქართველოში იშვიათობაა.
ზურას დედა ზაირა ბახტაძე განსაკუთრებულად მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია ყველასთვის.. მადლობა ქალბატონ ზაირას ასეთი კარგი შვილის აღზრდისთვის. ზურას მეუღლე ქალბატონი მარიკა კალანდაძე კი  გამოირჩევა  მეუღლის  და ოჯახის მიმართ დიდი პატივისცემით და სიყვარულით..


და ბოლოს..

       ბატონ ზურას პირადად ვიცნობ, და ვთვლი რომ მართლაც და გამორჩეული ადამიანია, როგორც მამა, როგორც მეგობარი,როგორც მეუღლე და ა.შ. ეს ის ადამიანია, რომელიც გურიაში ძალიან უყვართ როგორც კარგი ხელოვანი და და ღირსეული პიროვნება. ზურას აშენებული ეკლესიები კი თაობიდან თაობას გადაეცემა. ეკლესია არამარტო აწმყოს არამედ მომავლის საკუთრებაა, მან საუკუნეებს უნდა გაუძლოს, ვინ იცის რამდენი ნათლობა, ჯვრის წერა და უამრავი რელიგიური დღესასწაულები ჩატარდება... ბატონ ზურაბს კი მადლობას ვუხდი დრო რომ დამითბო და მესაუბრა.  ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს და წარმატებებს თავისს ოჯახთან ერთად.. ღმერთი გფარავდეთ..... ბატონო ზურაბ.

Sunday, February 21, 2016

მერაბ ნინიძე:"მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე"



            როცა გავიგე, რომ გამომცემლობა "ინტელექტი" ატარებს კონკურსს ბლოგერებისთვის; დავინტერესდი და არჩევანი გავაკეთე მერაბ ნინიძის წიგნზე: "მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე," ეს ის წიგნია, რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოს ყველამ!
           ძალიან საინტერესო ავტობიოგრაფიული ჩანაწერია. დაწყებისთანავე მომეწონა, ეს იმიტომ, რომ ყველაფერი ნათლად, თავმდაბლობითა და გულახდილადაა, ერთი გურული ბიჭის ცხოვრების შესახებ, მოთხრობილი-ალბათ, სწორედ ესაა ერთ-ერთი საიდუმლო, რომლითაც მკითხველი  დამოკიდებული ხდება მასზე.
           მერაბ ნინიძე, იმდენად გულწრფელად ჰყვება ყველაფერს ეს იქნება ბავშვობა, წარუმატებლობა, წარმატება, საბჭოთა საქართველო და მათ შორის ემიგრაციაში გატარებულ 20 წელზე, რომ შეუძლებელია ინტერესი არ გამოიწვიოს მკითხველში.
           მე, როგორც გურულმა, არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მერაბი ჩემი კუთხიდანაა, ბავშვობა გატარებული აქვს გურიის ერთ-ერთ სოფელ "ნაგომარში." ის ამბობდა: "ყველაფერი საინტერესო, ახალი და ემოციური, რაც ჩემს ბავშვობას უკავშირდება, სოფლიდან მომყვება." მე ასე დავინახე, რომ ბებიამ და ბაბუამ მის აღზრდაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს. ამ ავტობიოგრაფიულმა ჩანაწერმა ის კიდევ უფრო ახლოს და სხვა თვალით დამანახა, უფრო უკეთესად გავიცანი. იმედია ოდესმე საშუალება მომეცემა პირადად გავიცნო და შთაბეჭდილებები გავუზიარო. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მე რეცენზიას მერაბ ნინიძის წიგნზე ვწერ...
           ყველაფერი კი მან 13 წლის ასაკიდან დაიწყო, ის იყო და არის მაქსიმალისტი ადამიანი, რომელმაც თავისი მიზნები სისრულეში მოიყვანა, მიუხედავად ოჯახის წევრების წინააღმდეგობისა მაინც, გახდა პროფესიონალი მსახიობი, 1986 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი. მიყვარს ასეთი მებრძოლი ადამიანები, რომლებიც დაპრკოლებების მიუხედავად მიზნისკენ მაინც, რომ მიისწრაფვიან. ის ამბობს: "საერთოდაც, ასე მგონია, რომ თუ პატარა დავალებას ვერ გაართმევ თავს-დიდს ვერასდროს, ვერაფერს გაწვდები." მისი დაუმორჩილებლობა ცხოვრებისადმი და სწრაფვა იმ სამყაროსკენ, რომელიც გულით სურდა-აი სწორედ ეს მხიბლავს მასში. მას უყვარს მუსიკის მოსმენა. მისი აზრით, "მუსიკა არის მთავარი, სულ უნდა ისმოდეს, სახლში, ყველგან ნებისმიერი სახით, მაგრამ უნდა ისმოდეს." მერაბი 26 წლის იყო, როცა თავისი სურვილით ემიგრაციაში წავიდა, 20 წელია, იქ არის.ძირითადად ცხოვრობს ვენაში, გადაღებების დროს მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და თბილისში წელიწადში ერთხელ ჩამოდის.
          იცით მერაბთან და წიგნთან ერთად მეც ვმოგზაურობ როგორ?! როგორ და წიგნის ერთი ფურცლიდან ჯერ აფრიკაში, ხოლო მეორე ფურცლიდან ბუენოს- აირეში ვმოგზაურობდი, ერთი სამყაროდან მეორეში, ისეთი შთაბეჭდილება მექმნება თითქოს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. როგორც მერაბი ამბობს: "ნამდვილი თამაში ალბათ სწორედ ესაა-მაყურებელს რეალურად განაცდევინო პერსონაჟი,მისი ბედი." ეს ყველაფერი კი მე დამემართა,ვფიქრობ ესაა ნამდვილი მსახიობის ოსტატობა.
         მას ჰყავს ორი შვილი მარიამი და მახარე-ალექსანდრე ნინიძეები. როგორც თვითონ ამბობს: "საკმაოდ მხიარულ ადამიანად მიცნობენ,მაგრამ შინაგანად ძალიან სენტიმენტალური ვარ." პირველად 13 წლის ასაკში დაიწყო თავიდან, მიაღწია წარმატებებს,მაგრამ 26 წლის ასაკში მიხვდა, რომ რაღაც ახალი სურდა და წავიდა ემიგრაციაში, ყველაფერი თავიდან დაიწყო და იქ დარჩა.  ნოსტალგია, რა თქმა უნდა ჰქონდა და აქვს საკუთარი სამშობლოს მიმართ, მაგრამ აქამდე გაუძლო ყველაფერს, იმიტომ, რომ მიაღწია არაფრიდან ყველაფერს. "რა არის მსახიობობა?-ეს სარკეა.როდესაც ერთ ადამიანს პირისპირ,სარკესავით წინ დაუდგება მსახიობი და მის თავს განუსახიერებს. ესაა არტისტი-რომლის პერსონაჟებშიც მაყურებელი ძირითადად საკუთარი "მე"-ს დანახვას ცდილობს. პროფესიის სახელწოდებაც მიანიშნებს ამაზე-განსახიერება-განასახიერა, ესე იგი ვიღაცის სახე მიიღო."
        რეჟისორმა რობერტ სტურუამ საბერძნეთში მერაბს, ერთ-ერთ სპექტაკლში როლის კარგად შესრულებისთვის დაუწერა: -"მთავარია, მსახიობი არ გამოხვიდე."- ეს კი იმას ნიშნავდა რომ მერაბი არ მსახიობობდა და ასრულებდა ნამდვილი პერსონაჟის სახეს.
       ასევე უნდა ითქვას, რომ 2003 წელს ფილმმა "არსად აფრიკაში," რომელშიც ის მონაწილეობდა "ოსკარი" მიიღო.
       ახლა მიხვდი,რომ ეს მონათხრობი მტკიცებაა იმისა,"რომ უზომოა ადამინური შესაძლებლობები."
       დიდი ინტერესით,სიყვარულით, წავიკითხე გურიაში გაზრდილი, თბილისელი ბიჭის და ევროპაში მოღვაწე მსახიობის მიერ შედგენილი წიგნი, ეს ის ადამიანია, რომელიც ჩემთვის მაგალითი იქნება მუდამ...
      მერაბ ნინიძის ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა რომ ცხოვრების სირთულეები დავძლიო და მივაღწიო წარმატებებს...

Monday, December 21, 2015

შეხვედრა განსაკუთრებულ სტუმართან..

     
            



                               მოდი მოკლედ გადავხედოთ ჩემს წლევანდელ 365 დღეს!! 


პირველ რიგში 2015 წლის მადლობელი ვარ... რადგან იყო ბედნიერება... იყო სიხარული... იყო სიყვარული... მართალია ამასთან ერთად იყო ცრემლებიც... მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგი წელი გამოვიდა...  და ბევრი კარგი თბილი მოგონებებიც დამიტოვა...


სწორედ ამ წელს ჩავაბარე გამოცდები და მეორე კურსიდან ოფიციალურად გადავედი მესამე კურსზე...

სწორედ ამ წელმა მაჩუქა სწავლის გადასახადი 3 000 ლარი...


ამ წელში ზაფხულში თბილისიდან ჩავედი ჩემს მშობლიურ გურიაში. ჩავეხუტე დიდი სიყვარულით ჩემს ოჯახს... მამას.. დედას... დას... ძმას...


და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ "ცხოვრება ღირს იმიტომ,რომ ის მშვენიერია.. მათთან ერთად ვინც გიყვარს.."


         უბრალოდ ადამიანები ცხოვრების სიმშვენიერეს ვერ ვამჩნევთ ხოლმე!! 

     ამ წელში გავიცანი ბევრი ახალი მეგობარი.. 


ბევრი ცნობილი სახე.. როგორებიც სინამდვილეში არიან..

ეკა ხოფერია.. 


გია ჯაჯანიძე..


მაია ასათიანი..


რა თქმა უნდა 2015 წელი თითოეულ ჩვენგანს მკაცრად მოექცა, ვგულისხმობ "საქართველოს 13 ივნისის სტიქიის მოვლენებს"


რაც ძალიან სამწუხაროა და გახსენებაც არ მინდა რა გადაიტანეს ამ ადამიანებმა... 


ასე რომ 2015 წელმა ბევრი კარგი და ცუდი ამბავიც დაგვიტოვა...

ამასობაში ისე გადის დრო ვერც კი ვამჩნევ როგორ მიდის ძველი წელი და როგორ თანდათნ მოაბიჯებს ახალი  2016 წელი მაიმუნთან ერთად... 





ახალ წელს ადამიანები დიდი იმედებით ველოდებით.. ეს ის დროა როცა მთელი მსოფლიო ზეიმობს მის შემობრძანებას...


 ადამიანები წინა საახალწლო მზადებას იწყებენ დეკემბრიდან... ცდილობენ კარგად დახვდნენ მას... გაალამაზონ სუფრა..  


საქართველოში ახალი წელი ტრადიციულად ასოცირდება მეკვლესთნ, გოზინაყთან.. 
ჩურჩხელასთან...


გოჭთნ და ა.შ.


ძალიან მიყვარს წინა საახალწლო სამზადისი... ვცდილობ განსაკუთრებულ სტუმარს, რომელიც წელიწადში ერთხელ მოდის განსაკუთრებულად დავხვდე... ნაძვის ხის მორთვა, ულამაზესი ფერებითა და ულამაზესი სიბრწყინვალით... 


ჩვენი სტუმარიც ერთი წლის განმავლობაში ცდილობს საუკეთესო იყოს... სხვა წინა სტუმრებისგან განსხვავებით... და მოგვიტანოს სითბო.. სიყვარული.. წარმატებები... ახალი წლის წინა დღეებში ჩავდივარ ჩემს სამყაროში.. ჩემს თბილ და  უსაყვარლეს გურულებთან...  ჩემს ოჯახის წევრებთან... მე ჩემი და და ძმა ერთად ვრთავთ ნაძვის ხეს და სასიამოვნოდ ვატარებთ დროს... ოჯახის წევრები  ტრადიციულად საჩუქრებს ვსთავაზობთ ახალ წელს ერთმანეთს...


მე განსაკუთრებული იმედებით ვემზადები.. მინდა საუკეთესო სტუმარს საუკეთესოდ შევხვდე ლამაზი კაბით...


 ახალი წლის შემობრძანება ჩემთვის სიყვარულთნ, ბედნიერებასთნ ასოცირდება... 


 2016 წლის შემობრძანებას ველოდები სიახლის მოლოდინით და იმ იმედით რომ ის წინა წელთნ შედარებით უკეთესი იქნება..


    ვინც ამ ბლოგს კითხულობთ, მეგობარო, ბავშვო, ნაცნობო თუ უცნობო, მოკლედ ყველას გილოცავთ დამდეგ "შობა-ახალ წელს!!"გისურვებთ რომ ახალი 2016 წელი ყოფილიყოს ბედნიერების, სიყვარულის, სიხარულის, წარმატებების და ფერადი ოცნებების ასრულების წელი... მე როგორც გურული  განსაკუთრებული სიყვარულით ვულოცავ ჩემს საყვარელ გურულებს დამდეგ კალანდას!! მიყვარხართ მე თქვენ!!  საუკეთესო სურვილებით, ახალი პოსტებით, მომავალ წლამდე... 

ყველა  31 დეკემბერს ზუსტად 12 საათზე ვიკრიბებით ახალ წელთნ შესახვედრად.. 


ერთი.. ორი.. სამი...

 "ერთად შევხვდეთ განსაკუთრებულ სტუმარს..."